საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სემინარი საზოგადოებრივ მაუწყებელში

გამოქვეყნებულია 2011-12-20 14:46:00


არასამთავრობო ორგანიზაციამ "Memo 98" 17-20 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელში მედიამონიტორინგისა და არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით სემინარი გამართა.
"Memo 98"-ის წარმომადგენლებმა რასტო კუზელმა, მარეკ მრაჩკამ და ივან გოდარსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებს მედიამონიტორინგის მიზანსა და ძირითად პრინციპებზე, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ადგილობრივი მონიტორების მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგზე ტრენინგი ჩაუტარეს.

სემინარზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული რეპორტაჟების მონიტორინგის მეთოდოლოგიას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომავალი არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებულ გეგმებს და სხვ.

სემინარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და "Memo 98"-ის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგსა და მედიის მონიტორინგის შედეგებზე დისკუსია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "Memo 98" პროექტს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის მიზანია საქართველოს მედიის პროფესიული სტანდარტების გაზრდა და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის, როგორც დემოკრატიის კონსოლიდაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობის ხელშეწყობა.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მედიის კვალიფიციური მონიტორინგის პრაქტიკის დანერგვას კომპეტენტური რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის გამოყენებით.

“MEMO 98” არის საერთაშორისო დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მედიამონიტორინგის და კონსულტაციის სფეროში. ორგანიზაცია ცნობილია ეფექტური მედია ანალიზითა და მედიამონიტორინგის მოქნილი მეთოდებით. “MEMO 98”-ის წარმომადგენლები არიან მრავალი ქვეყნის არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის მონაწილენი.

1241

უახლესი