საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

დავით პაიჭაძე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2011-12-26 14:47:00


პირველი არხის გადაცემის „დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად“ ავტორი და წამყვანი, დავით პაიჭაძე 23 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. სტუდენტებმა მნიშვნელოვანი და აქტუალური კითხვები დასვეს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა დავით პაიჭაძეს მადლობა გადაუხადეს საინტერესო საუბრისთვის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პირველი არხის გადაცემის ავტორი და წამყვანი სტუდენტებს ხვდება.

მსგავსი შეხვედრები შემდგომშიც გაიმართება და უახლოეს მომავალში საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მსგავსი სახის თანამშრომლობაზე მემორანდუმიც გაფორმდება.

1207

უახლესი