საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მეორე არხი პირველი აპრილიდან განახლებული სამაუწყებლო ბადით გავა ეთერში

გამოქვეყნებულია 2013-01-21 11:37:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი 2013 წლის პირველი აპრილიდან განახლებული სამაუწყებლო ბადით გავა ეთერში. გადაცემა „თავისუფალი ტრიბუნა“ ფორმატს შეიცვლის, ასევე დაგეგმილია რამდენიმე გადაცემის დამატება.
“თავისუფალი ტრიბუნა”
გადაცემა „თავისუფალი ტრიბუნა“ 3 ბლოკად დაიყოფა და მას წამყვანი ეყოლება. გადაცემის პირველ ბლოკში პარტიის წარმომადგენლები წარადგენენ იმ თემას, რომელიც მათი აზრით აქტუალურია და რომლის შესახებაც საკუთარი აზრის დაფიქსირება და საზოგადოებისათვის გაზიარება მათ აუციებლად მიიჩნიეს. მეორე ბლოკი დაეთმობა დისკუსიას. მესამე ბლოკში უკვე მაყურებელიც ჩაერთვება სატელეფონო ზარებით და სოციალური ქსელით დასმულ კითხვებით.

თოქ-შოუ - “არგუმენტების დრო”
თოქ-შოუს ფორმატი ითვალისწინებს დებატებს ტელესტუდიაში საზოგადოებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემაზე ან იმ კანონპროექტების განხილვას, რომლებიც საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დამუშავდა, მაგრამ პარლამენტის სესიაზე ჯერ არ განხილულა. წინმსწრები სატელევიზიო დებატები ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას ამა თუ იმ კანონის არსის, მნიშვნელობისა და საჭიროების თვალსაზრისით.

გადაცემა “ეპიცენტრი”
აღმასრულებელი ხელისუფლების მოწვეული წარმომადგენლები პასუხობენ სტუდიაში მყოფი ჟურნალისტების შეკითხვებს, ამავე დროს მაყურებელს საშუალება აქვს ინტერნეტითა და ტელეფონით დასვას შეკითხვები.

თვეში ერთხელ ამავე ფორმატით შეკითხვებს უპასუხებენ რეგიონის გუბერნატორები, სხვა რეგიონალური მმართველობითი რგოლების წარმომადგენლები.

„საპარლამენტო ქრონიკა“
გადაცემის კომპონენტები-ინტერვიუ პარლამენტარებთან, დისკუსიის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები, ინფორმაცია კანონპროექტების შესახებ, საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრები.

სამაუწყებლო ბადეს ასევე შეავსებს ცნობილი პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების და ისტორიული მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმები, სერიალები და ვიდეორგოლები.

1386

უახლესი