საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროსაბჭოს სპეციალური რეზოლუციის ორი თავი ეძღვნება

გამოქვეყნებულია 2013-01-25 11:40:00


მწვავე რეზოლუცია და შეშფოთება მედიათავისუფლების შეზღუდვის გამო - საზოგადოებრივ მაუწყებელს ევრსაბჭოს სპეციალური რეზოლუციის ორი თავი ეძღვნება.
დოკუმენტში, რომელიც ასახავს ევროპაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას, ასახულია ის ბოლო პროცესები, რომელიც არჩევნების შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო.

ტექსტში წერია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია ტელევიზიაში ჩატარებული მოულოდნელი ფინანსური ინსპექტირებით და სადავო შესწორებების შეტანის მცდელობით მაუწყებლობის შესახებ კანონში.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია გარემოება, რომ ეს ნაბიჯები წინ უძღვოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეცხრე არხთან შერწყმის სურვილთან დაკავშირებით.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია:
"ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ რამდენიმე წევრი ქვეყნის ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მაუწყებლებში ხელმძღვანელები ჩაანაცვლა იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინათ ამ მაუწყებლების პოლიტიკურ ორიენტაციაზე.

მედიის თავისუფლების შესახებ მიღებულ მწვავე რეზოლუციას უმრავლესობის უკმაყოფილება მოჰყვა. განხილვის დროს კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა ლევან ბერძენიშვილს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც საქართველოზეა საუბარი.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მმართველი გუნდის წევრები ევროსაბჭოს მიერ რეზოლუციის ამ ფორმით მიღებას უმცირესობის პირად კონტაქტებს უკავშირებენ. ოპოზიცია თვლის, რომ ბრალდებები არასერიოზულია.

1206

უახლესი