საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო შემოწმება 5 მარტს დასრულდება

გამოქვეყნებულია 2013-02-26 11:51:00


საზოგადოებრივ მაუწყებელში საგადასახადო შემოწმება 2013 წლის 5 მარტს უნდა დასრულდეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქონების ინვენტარიზაცია 2012 წლის 6 ნოემბერს დაიწყო და 26 დეკემბერს დასრულდა.

ამჟამად სამინისტრო მაუწყებელში 2007-2012 წლების საანგარიშო პერიოდის საგადასახადო შემოწმებას აწარმოებს.

“დამუშავებულია აღნიშნულ პერიოდზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ დეკლარირებული მონაცემები, რომელთა სიზუსტისა და სისრულის დადგენა ხდება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის საფუძველზე”, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: www.media.ge

1329

უახლესი