საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ში განვითარებულ მოვლენებზე სამეურვეო საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს

გამოქვეყნებულია 2013-03-02 11:52:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში განვითარებულ მოვლენებზე სამეურვეო საბჭო უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.
სწორედ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. ხათუნა ბერძენიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება და შესაძლოა საკადრო ცვლილებები "მოამბის" ჟურნალისტებსაც შეეხოთ.

თავად გიორგი ბარათაშვილი კი აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ სამსახურიდან არცერთ ჟურნალისტს არ გაუშვებენ.

საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ხათუნა ბერძენიშვილი გუშინ გათავისუფლდა. იგი გიორგი ბარათაშვილს საინფორმაციო სამსახურში გარკვეული პოლიტიკური ინტერესის გატარებასა და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

მაუწყებლის გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების გამო მიიღო. ბერძენიშვილს კი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დარგში მრჩევლად გადასვლა შესთავაზა, რაც მისი დაწინაურება იქნებოდა, თუმცა მან ახალ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა.

1253

უახლესი