საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებს ეხმიანება

გამოქვეყნებულია 2013-03-11 12:01:00


11 მარტი 2013 წ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 7 მარტის განცხადება, სადაც იგი ღიად გამოთქვამს საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, აძლიერებს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეშფოთებას მაუწყებელზე ზეწოლის უშუალოდ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ორკესტრირების გამო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ასევე გამოთქვამს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის (მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეის და ევროპარლამენტის) მხრიდან უარყოფითი პოზიციის არაერთგზის დაფიქსირების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობას მაინც განზრახული აქვს მაუწყებლის კანონში ცვლილებების შეტანა, რომელთა თანახმადაც საბჭო ვადის ამოწურვამდე უნდა იქნას დათხოვნილი.

ასევე შეშფოთებას იწვევს პოლიტიკოსთა აგრესიული განცხადებები საბჭოს საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც განპირობებული იყო მაუწყებელის საქმიანობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პოლიტიკური ზეწოლისა და მაუწყებლის პოლიტიკურ თამაშებში ჩათრევის თავიდან აცილების აუცილებლობით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სახელმწიფოში მოქმედ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს შორის (საკოსნტიტუციო სასამართლო, კომუნიკაციებისმარეგულირებელი ეროვნული კომისია, აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ომბუდსმენი) ერთ-ერთია, რითაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოში დემოკრატიული და ღია საზოგადოების მშენებლობის კონტექსტში.

საბჭოს წევრებს სურთ დასძინონ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფართოდაა აღიარებული როგორც ქვეყანაში მოქმედი ყველაზე დაბალანსებული მედია ორგანიზაცია, რაზეც მეტყველებს რამდენიმე წლის განმავლობაში ეუთოს, ბიბისის, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ევროპარლამენტის სხვადასხვა შეფასებები ისევე როგორც ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2012 წლის სპეციალური პრიზი არჩევნების ევროპაში ყველაზე ობიექტური გაშუქებისათვის.

1476

უახლესი