საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-03-14 12:02:00


საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი, რომელზეც განაცხადების შემოტანის ვადა 14 მარტის 18 საათზე ამოიწურა. თუმცა, 13 მარტს, საღამოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მისი სამეურვვეო საბჭოს მიერ გადაყენების გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა გამოცხადებული კონკურსის შეჩერება.

ამ ნაბიჯმა წარმოქმნა ახალი არსებითი გარემოებები, რომლის შესახებ გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებასა და კონკურსის მონაწილეებს. კერძოდ:
1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ყოფილი დირექტორის უფლებამოსილების აღდგენის შემთხვევაში ახლადდანიშნული დირექტორის უფლებამოსილება წყდება. ამიტომ, ეთიკურად მიგვაჩნია კონკურსანტების ინფორმირება ამ მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.
2. შესაბამისად, სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ დამატებითი დრო უნდა მისცეს კონკურსანტებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად და აცხადებს განაცხადების მიღებას (ან გატანას) მიმდინარე წლის 18 მარტის 18 საათამდე.
3. იმავდროულად სამეურვეო საბჭოს ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმითაც, რომ სადავო სიტუაციის მიუხედავად, შესაძლო საპროცესო მრავალთვიანი დავის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა არ უნდა შეფერხდეს შეზღუდული დისკრეციის მქონე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით. ამიტომ, გამოცხადებული კონკურსის შეჩერება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.
დავძენთ, რომ სამეურვეო საჭოს 4 მარტის გადაწყვეტილება მყარ სამართლებრივ არგუმენტებს ეფუძნება, რომელთა დაცვას საბჭო, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო გზითაც შეეცდება.

1394

უახლესი