საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების რიგით მე-11 ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია 2013-04-16 12:04:00


"ოქროს ფრთა 2013" - საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მედიის წარმომადგენელთა დაჯილდოების რიგით მე-11 ცერემონიალი გაიმართა.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა "ოქროს ფრთამ" სხვადასხვა მიღწევისთვის მედიის 20-მდე წარმომადგენელს საპატიო სიგელები გადასცა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის და დღის პროგრამების მთავარ პროდიუსერ რევაზ ჭიჭინაძესა და მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს თიკო ბერძენიშვილს.

დაჯილდოებულთა შორის რეგიონული მედიის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. "ოქროს ფრთის" ნომინანტები ხუთკაციანმა ჟიურიმ შეარჩია. დაჯილდოების ცერემონიალს სპონსორობას კულტურის სამინისტრო, კომპანიები "ჯეოსელი" და "ბორჯომი" უწევდნენ.

1381

უახლესი