საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სამეურვეო საბჭომ გიორგი ბარათაშვილის უფლებამოსილება ცნო

გამოქვეყნებულია 2013-04-29 12:08:00


სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის უფლებამოსილება ცნო.


პოსტზე გათავისუფლებამდე არსებული პირობებით ბარათაშვილის აღდგენას ხელი ბორდის 8 წევრმა მოაწერა.

მაუწყებელს აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილება ჩაბარდა, რომლის საფუძველზეც, ბორდს ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენა დაევალა.

ბარათაშვილი სამეურვეო საბჭომ პოსტიდან 4 მარტს გაათავისუფლა. მისი თანამდებობაზე აღდგენის და ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გადაწყვეტილება კი საქალაქო სასამართლომ მიიღო.

თავად გიორგი ბარათაშვილი კი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ახალი პროექტების განხორციელებას აპირებს.

1417

უახლესი