საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სოფო და ნოდიკო 2013 წლის ევროფესტივალის ფინალში იმღერებენ

გამოქვეყნებულია 2013-05-17 12:13:00


58-ე ევროფესტივალის ქართველმა მონაწილეებმა სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს და საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.

სოფომ და ნოდიკომ მეორე ნახევარფინალურ საღამოზე სიმღერა „Waterfall“ შეასრულეს.

საკონკურსო სიმღერა "Waterfall" ქართველებისთვის შვედმა კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა (Thomas G: son) შექმნა. სცენოგრაფიაზე რეჟისორი ლაშა ონიანი მუშაობდა. სასცენო კოსტიუმები ქართველი კონკურსანტებისთვის დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ შექმნა.



მეორე ნახევარფინალური ტურის გამარჯვებულები კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად (50%/50%) გამოავლიეს. ესენი არიან:

უნგრეთი - ბეიალექსი, სიმღერით “Kedvesem“ (Zoohacker Remix)
აზერბაიჯანი - ფერიდ მამადოვი, სიმღერით “Hold Me“
საქართველო - სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით “Waterfall“
რუმინეთი - ცეზარი, სიმღერით “It's My Life“
ნორვეგია - მარგარეტ ბერგერი, სიმღერით “I Feed You My Love“
ისლანდია - ეითორ ინგი, სიმღერით “ Ég Á Líf“
სომხეთი - დორიანსი, სიმღერით “Lonely Planet“
ფინეთი - კრისტა სიეგფრიდსი, სიმღერით “Marry Me“
მალტა - ჯანლუკა, სიმღერით “Tomorrow“
საბერძნეთი - ჯგუფი Koza Mostra feat და აგათონ იაკოვიდისი, სიმღერით “Alcohol Is Free“

პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულები არიან:

მოლდოვა - ალიონა მუნი, სიმღერით “O Mie“
ლიტვა - ენდრიუს პოიავისი, სიმღერით “Something“
ირლანდია - რეიენ დოლენი, სიმღერით “Only Love Survives“
ესტონეთი - ბაირგითი, სიმღერით “ Et Uus Saaks Alguse“
ბელორუსი - ალიონა ლანსკაია, სიმღერით “Solayoh“
დანია - ემილიე დე ფორესტი, სიმღერით “Only Teardrops“
რუსეთი - დიანა გარიპოვა, სიმღერით “ What If“
ბელგია - რობერტო ბელაროსა, სიმღერით “Love Kills“
უკრაინა - ზლატა ოგნევიჩი, სიმღერით “Gravity“ ნიდერლანდები - ანოუკი, სიმღერით “Birds“

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის შესაბამისად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის შვედეთის და „დიდი ხუთეულის“ (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) წარმომადგენლები.

შვედეთი - რობინ სტიემბერგი, სიმღერით “You“
დიდი ბრიტანეთი - ბონი ტეილერი, სიმღერით “Believe In Me“
გერმანია - კასკადა, სიმღერით “Glorious“
იტალია - მარკო მენგონი, სიმღერით “ L'Essenziale“
საფრანგეთი - ამანდა ბოურგეიოუსი, სიმღერით “L'enfer Et Moi“
ესპანეთი - ჯგუფი ESDM, სიმღერით “Contigo Hasta El Final“ (With You Until The End)

რიგით 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალი 18 მაისს შედგება. ფინალურ საღამოზე 2013 წლის ევროფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდება.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

1289

უახლესი