საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

გამოქვეყნებულია 2013-05-31 12:23:00


84 მომხრე და 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
საბოლოო ვერსიის მიხედვით, 15-დან 9-მდე მცირდება სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და იცვლება მათი არჩევის წესი.

პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ორ მეურვეს სახალხო დამცველის წარდგინებით აირჩევს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ასევე სამს - პარლამენტის წევრთა 1/4-ზე მეტის წარდგინებით, ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იქნება არჩეული.

კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით. ცვლილებების დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

ოპოზიციის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ პროექტი მაუწყებლობის დამოუკიდებლობას ზღუდავს. ლიდერების პრეტენზია კანონის განხილვის პროცედურებსაც შეეხებოდა.

1337

უახლესი