საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-06-07 12:27:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ქართველი გმირების ოჯახებს.
გუშინ, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელებულ ანტიქართულ ვიდეოში გამოყენებული იყო „ტელეკომპანია პიკის“ ვიდეომასალა, რომელიც, თითქოსდა ინახება საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ 2012 წლის 13 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „ტელეკომპანია პიკ“-ს შორის შეწყდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მაუწყებელს გადაეცა „პიკ“-ის მიერ დამზადებული და სატელევიზიო ეთერში გასული ტელეპროდუქცია, რაც არ მოიცავს მასალის ორიგინალს, რომელიც დაცული უნდა იყოს და ინახებოდეს არქივში.

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელში" ინახება მხოლოდ „ტელეკომპანია პიკ“-ის საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ ინახება „ტელეკომპანია პიკ“-ში.

1354

უახლესი