საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გიორგი ბარათაშვილი - "დღევანდელი მონაცემებით, მაუწყებლის ვალი 17 მილიონ ლარამდეა"

გამოქვეყნებულია 2013-07-08 12:30:00


წყარო: media.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) გენერალური დირექტორის განცხადებით, 2013 წლის ივლისის თვის მონაცემებით, მაუწყებლის საერთო ვალი 17 მილიონ ლარამდეა. ამის შესახებ ბარათაშვილმა Media.Ge-ს დღეს, 8 ივლისს სამეურვეო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბარათაშვილი ამბობს, რომ მაუწყებლის ვალის ნაწილი 2008 წელს სახელმწიფოსგან მიღებული სესხია - დაახლოებით 4 მილიონი ლარი, რომელიც Eutelsat სატელტით სარგებლობის ხარჯის დასაფარად გამოიყენა. მისი თქმით, საურავი იმის გამო დაეკისრა, რომ ტელევიზიამ დაგვიანებით დაიწყო დავალიანების დაფარვა.
„2 მილიონ 800 ათასი ლარი გადავიხადეთ, დარჩა კიდევ 2 მილიონი ლარი გადასახდელი. ეს ვალი ტელევიზიას სახელმწიფო ტელევიზიის სახელით მაუწყებლობის დროიდან აქვს“, - აღნიშნა მან.

გარდა ამისა, მაუწყებელს 2012 წლის ბოლოს დაწყებული საგადასახადო შემოწმების შემდეგ 8 მილიონ ლარამდე გადასახადი დაეკისრა. ბარათაშვილის თქმით, მაუწყებელმა საგადასახადო სამსახურის მიერ დაკისრებული ვალი გაასაჩივრა, რის შემდეგაც მაუწყებლის ვალი 3 მილიონი ლარით შემცირდა. იგი აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში მაუწყებელის საგადასახადო დავალიანება 12 მილიონ ლარს უტოლდება.

ბარათაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის (EBU) ვალიც აქვს, რომელიც 3 მილიონ ლარს უტოლდება.
„ჩვენ აღარ ვაგვიანებთ გადასახადების გადახდას და ევროპის მაუწყებელთა ასოციაციას შევუთანხმდით, რომ დარჩენილ ვალს გადავანაწილებდით შემდეგ წელზე. წელს მხოლოდ 700 ათას ლარს გადავიხდით“, - დასძინა ბარათაშვილმა.
GPB-ის ფინანსური მდგომარეობა ერთ-ერთი საკითხი იყო, რაც 8 ივლისს გამართული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

1198

უახლესი