საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ს ბორდის ახალ თავმჯდომარეს 18 ივლისს აირჩევენ

გამოქვეყნებულია 2013-07-10 12:33:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს 18 ივლისს აირჩევენ. დღეს გამართულ სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

სამეურვეო საბჭოს მოქმედი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბჭოს ახალი თავმჯდომარე იმ ცხრა წევრიდან აირჩევა, რომლებიც ამ დროისათვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან და უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს არ ეწურებათ.

ამ დროისათვის სამეურვეო საბჭოში 13 წევრია, მათ შორის თავმჯდომარესა და სამ წევრს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის პირველ სექტემბრამდე აქვთ.

1462

უახლესი