საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები გადაიდო

გამოქვეყნებულია 2013-07-18 12:34:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის არჩევნები გადაიდო. არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა ემზარ გოგუაძემ და ნატალია დვალმა საბჭოს წევრებისგან ხუთ-ხუთი ხმა მიიღეს.

ორმა წევრმა თავი შეიკავა, ბაკურ სულაკაური კი სხდომას არ დასწრებია. კენჭისყრა ფარულად ჩატარდა და მასში 12 წევრი მონაწილეობდა. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ შვიდი ხმის მიღება იყო საჭირო.

სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა 22 ივლისს შედგება, სადაც არჩევნების თარიღი დასახელდება. 2008 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ლევან გახელაძე ხელმძღვანელობს. მისი უფლებამოსილების ვადა პირველ სექტემბერს იწურება.

1285

უახლესი