საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბავშვო ევროვიზიისთვის 6 ბავშვი შეარჩია

გამოქვეყნებულია 2013-08-01 12:41:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა საბავშვო ევროვიზიისთვის 6 ბავშვი შეარჩია. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროვიზიის ფინალურ კონკურსზე საქართველო სექსტეტით წარდგება. ოთხი გოგონა და ორი ბიჭი პროდიუსერებმა 22 ბავშვისგან შეარჩიეს.

ჯგუფში ყველაზე პატარა წევრი 10 წლის მარიამ შავლაძეა, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობდა, მათ შორის „ანა ბანაში“.

11 წლისები არიან მარიამ სამუშია და თამთა დიასამიძე, ორივეს აქვს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება. თამთა მღერის ანსამბლ „პატარა ქართველებში“, რომლის ხელმძღვანელიც არის მეკო ქავთარაძე.

12 წლის ანა კვანტალიანს კი მაყურებელი პირველად სწორედ საბავშვო ევროვიზიაზე შეაფასებს.

13 წლის საბა ჩაჩუა არის ვოკალური ანსამბლის „იმედი“ სოლისტი.
2006 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ ფესტივალზე „утренняя звезда“, სადაც I ადგილის მფლობელი გახდა. იმავე წელს მოსკოვში ფესტივალზე „мир детства“ გრან-პრი მოიპოვა. 2007 წელს მონაწილეობდა პროექტში „ანა-ბანაში“, გახდა „ანა-ბანას“ სახე და ფავორიტი. 2011 წელს ანაკლიაში გამართულ ფესტივალზე „Golden shell” აიღო III საპრიზო ადგილი, ხოლო 2012 წელს ყაზახეთში, ქალაქ ალმა-ათაში გამართულ ევრაზიის საბავშვო ფესტივალზე „Almaly” აიღო გრან-პრი და მოიპოვა რამდენიმე ქვეყნის საბავშვო ფესტივალის საგზური.

ჯგუფის მეექვსე წევრი 14 წლის ლუკა გოგიბერიძეა, რომელიც უკრავს გიტარაზე, მონაწილეობდა პროექტში "ახალი საბავშვო ხმა".

საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფთან ერთად ტრადიციულად ბავშვებთან ერთად იმუშავებს გიგა კუხიანიძე.
ჯერჯერობით უცნობია, რა დაერქმევა ჯგუფს და რა სიმღერას შეასრულებენ ისინი კიევში საბავშვო ევროვიზიაზე.

1396

უახლესი