საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-08-27 12:45:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მთავარი ფუნქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაუწყებლის რეპუტაციის დაცვაა.

სამეურვეო საბჭო აქტიურად მუშაობს იმ კრიტიკული საკითხების გადასაჭრელად, რაც მაუწყებლის წინაშე დგას, როგორც ორგანიზაციული, ისე საბიუჯეტო კუთხით. ამ სამუშაოს განსაკუთრებული აქტუალურობა შემატა მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა და დამატებებმა. სამწუხაროდ, ტელევიზიის მენეჯმენტი ამ მიმართულებით დღემდე არ თანამშრომლობს სამეურვეო საბჭოსთან. მეტიც:

• მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალურმა დირექტორმა ვერ წარმოადგინა 2013-2014 წლის საეთერო სეზონისათვის მოსამზადებელი, ფინანსურად დასაბუთებული გადაცემების აღწერილობა და მათი წარმოებაში ჩაშვების გეგმა. ასეთი გეგმის არარსებობა მაუწყებელს ახალი საეთერო სეზონის ჩავარდნის წინაშე აყენებს;
• გენერალურმა დირექტორმა არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ წარმოადგინა ზემოხსენებულ გეგმაზე დაფუძნებული საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რაც მაუწყებლის ფინანსურ კოლაფსს გამოიწვევს.
• ზემოხსენებული მოთხოვნების არშესრულება ავტომატურად იწვევს მაუწყებლობის შესახებ კანონის 30 მუხლის ,,ზ“ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების, კერძოდ ორგანიზაციის საშტატო განრიგის, სახელფასო ფონდის და სახელფასო სარგოების და სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობას, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი კოლექტივის კანონიერი ინტერესების დარღვევისა და ორგანიზაციული დაშლის საფუძველს ქმნის.
• და ბოლოს, უაღრესად საყურადღებო და საგანგაშოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი, რომლის საშუალო ნიშნული 2013 წლის დასაწყისისათვის 14%-ს მიუახლოვდა, ახლა დაეცა და 3%-ს აღარ აჭარბებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს და დაინეტერსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურად დააკვირდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.

ჩვენი მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ მაუწყებელში არსებულ მდგომარეობაზე უწყვეტ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს და ვიტოვებთ უფლებას საჯარო სივრცეში განვაგრძოთ კომუნიკაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველ სტრუქტურასთან.

1287

უახლესი