საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მრჩეველთა ჯგუფი შექმნა

გამოქვეყნებულია 2013-09-02 12:47:00


2 სექტემბრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მრჩეველთა ჯგუფი იწყებს მუშაობას. საბჭოს წევრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან არიან წარმოდგენილნი და შესაბამისად, მაუწყებელს მრავალი მიმართულებით გაუწევენ კონსულტაციას.

მრჩეველთა ჯგუფი დააკვირდება და შეისწავლის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს, რათა ორგანიზაციამ პირნათლად შეასრულოს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და იყოს: პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი15.).

მრჩეველთა ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, მათ რჩევებს გაითვალისწინებს გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი.

მრჩეველთა ჯგუფის წევრები:
დავით მაღრაძე -პოეტი
ზაზა შათირიშვილი-ფილოსოფოსი
მარინე მუსხელიშვილი-საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი
გრიგოლ გოგელია-იურისტი; მართვის სპეციალისტი
ირაკლი ლომოური-ლიტერატორი
ნათელა სახოკია-სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი

1362

უახლესი