საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი რადიო PRIX EUROPA 2013-ის ნომინანტია

გამოქვეყნებულია 2013-09-04 13:21:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის „რადიო 1"-ის პროექტი 2013 წლის ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის PRIX EUROPA 2013-ის მხატვრული რადიო პროდუქციის კატეგორიაშია ნომინირებული.


ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის ჟიურიმ ევროპის 35 ქვეყნის მიერ წარდგენილი 670 მასალიდან ერთ-ერთ ნომინანტად საზოგადოებრივი რადიოს პროდუქცია „შარვლიანი ღრუბელი“ დაასახელა.

2013 წლის ევროპის მაუწყებელთა ფესტივალის PRIX EUROPA 2013-ის გამარჯვებულებს 25 ოქტომბერს სპეციალური ჟიური გამოავლენს, ხოლო 26 ოქტომბერს დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ევროპის მაუწყებელთა ფესტივალი PRIX EUROPA 1987 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, ის ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ფესტივალია ტელერადიო და ონლაინ მედიისთვის.

1452

უახლესი