საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნებულია 2013-09-06 13:23:00


გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, ხმათა უმრავლესობით, პირველი არხის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი 10 დღის ვადაში გამოცხადდება. მანამდე კი გენერალური დირექტორის მოვალეობებს გიორგი ბარათაშვილის პირველი მოადგილე თამაზ ტყემალაძე შეასრულებს. საბჭოს გადაწყვეტილების გახმოვანების შემდეგ გაკეთდა მწვავე კომენტარებიც. პირველი არხის შენობასთან კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გათავისუფლებას უკვე მოჰყვა შეფასებები.

1335

უახლესი