საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ს გენდირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

გამოქვეყნებულია 2013-09-12 13:35:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი ორ ტურად ჩატარდება. კანდიდატების განაცხადების (თანდართული დოკუმენტაციით) მიღება 12 ოქტომბრის ჩათვლით მაუწყებლის კანცელარიაში იწარმოებს. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გამოვლინდება მეორე ტურში გადასული კანდიდატები, რის შემდეგაც მათთან გაიმართება გასაუბრება.

გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3-წლიანი და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება.

1285

უახლესი