საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საია-ს განცხადებას პასუხობს

გამოქვეყნებულია 2013-09-10 13:32:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უკანონო მოხსნაზე "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებას პასუხობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ საბჭო არსებული შემადგენლობით უფლებამოსილი არ იყო მინდობილობისა და სკაიპის გამოყენებით სხდომაზე ფიზიკურად არდამსწრე წევრების პოზიცია დაეფიქსირებინა. შესაბამისად, გენერალური დირექტორი თანამდებობიდან პროცედურული დარღვევებით გაათავისუფლეს.

საპირისპიროს ამტკიცებს ემზარ გოგუაძე, რომელიც განმარტავს, რომ საბჭოს წევრის სკაიპით ჩართვას კანონი არ კრძალავს და მსგავსი პრაქტიკა საბჭოს გასული თვეების განმავლობაშიც ჰქონდა.

ამავე არგუმენტების წარდგენას აპირებს ემზარ გოგოუაძე დეპუტატებისთვისაც, რომლებიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე იბარებენ.

შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, სხდომა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში გაიმართება.

1453

უახლესი