საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართვა

გამოქვეყნებულია 2013-09-12 13:36:00


საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს
საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართვა

სამეურვეო საბჭოს ა/წლის 6 სექტემბრის სხდომაზე უნდობლობა გამოეცხადა მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს. ამ სხდომას წინ უძღოდა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე უხეში ზეწოლის მცდელობა. მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, თუმცა საჯარო სივრცეში გამოითქმება სხვადასხვა ვარაუდები და ვრცელდება დეზინფორმაციაც, რომ, თითქოს სამეურვეო საბჭოს ქმედებები პოლიტიკურადაა მოტივირებული. ჩვენი აზრით, ასეთი, ხშირად დაუზუსტებელი ინფორმაცია თვით საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც კი მიეწოდებათ.

ამ მიმართვის მიზეზად იქცა პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება და ჩვენ მზად ვართ პირველ რიგში მას და, შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდეთ და მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელსა და მასში მიმდინარე პროცესის შესახებ. აქვე დავძენთ, რომ მსგავსი განმარტებები უკვე გაკეთდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე, რომლებმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საბჭოს საქმიანობას.

სამეურვეო საბჭოს სახელით
ემზარ გოგუაძე
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

1231

უახლესი