საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პირველი არხი ახალ სეზონს იწყებს

გამოქვეყნებულია 2013-09-30 13:41:00


პირველი არხი ახალ სეზონს ოქტომბრიდან იწყებს. განახლებული სტუდიები, საეთერო გაფორმება, ვიზუალი, შეფუთვა. არხის ცნობილი სახეები ეთერში განახლებული ფორმატის გადაცემებით გამოჩნდებიან.

კვლავ ეთერშია გადაცემა "ჩვენი ფერმა", ახალ წამყვანთან, მსახიობ გია აბესალაშვილთან ერთად. ასევე განახლებული ფორმატით გავა გადაცემა "ჩვენი ეზო". არხის ეთერში იქნება სპორტული თოქ-შოუები, დოკუმენტური სტუდიის მიერ მომზადებული ფილმები, ასევე სხვადახვა სერიალები.

პროგრამულ ბადეს ახალი გადაცემები დაემატა: პოლიტიკური თოქ-შოუ "პირველი სტუდია" ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გავა, გადაცემის წამყვანი ეკა მიშველაძეა;

თამაზ ტყემალაძის საავტორო გადაცემა "შეხვედრები მცხეთაში" მაყურებელს ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს გააცნობს;

გადაცემაში "ლიხს იქით და ლიხს აქეთ" შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. ერთ გადაცემაში ერთი რეგიონის განვითარების პრიორიტეტები, სოფლის მეურნეობა, ისტორია, კულტურა, ხელოვნება არის წარმოდგენილი;

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ახალი პროექტი "ტელებლოგი" ყოველ კვირას, საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე გადის ეთერში. ჟურნალისტები საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ თემებზე სატელევიზიო ფილმ-რეპორტაჟებს ამზადებენ;

პირველი არხის ეთერში გადაცემა "ქართული ჯარი" ყოველ ხუთშაბათს, ხოლო სოციალური თოქ-შოუ "რეალური სივრცე" ყოველ შაბათს გავა.

1316

უახლესი