საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-09-30 13:43:00


უკანასკნელ ხანს ვრცელდება არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით. კერძოდ, საზოგადოების ერთი ნაწილის საჯარო განცხადებებში ისმის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს სამეურვეო საბჭო ამუხრუჭებს მაუწყებლის რეფინანსირების, კომერციული კრედიტის მიღების პროცესს, რაც თითქოს გამოიწვევს ორგანიზაციის ფინანსურ კოლაფსს.

სინამდვილეში საქმის ვითარება დიამეტრულად საწინააღმდეგოა: ფინანსური პრობლემების შესახებ არადროული, არასწორი და არაზუსტი ინფორმაცია იქცა ყოფილი გენერალური დირექტორის გადაყენების ერთ-ერთ მიზეზად. დღესდღეობით საბჭო ზუსტად იმითაა დაკავებული, რომ დეტალურად არკვევს სავარაუდო კრედიტის ოდენობას, რომლის ჯამური ოდენობა გაირკვევა მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ. თავად მენეჯმენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა ნოემბრის დასაწყისია.

აქვე დავძენთ, რომ საბჭოს ცალკეულ წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა მათი საბჭოდან გასვლის მიზნით. საბჭოს არაქმედითუნარიანობა კი ავტომატურად იმოქმედებს მაუწყებლის რეფინანსირების პრობლემაზე, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას არც ერთ უწყებასა და თანამდებობის პირს, ასეთი გადაწყვეტილება საბჭოსგან დამოუკიდებლად მიიღოს.

უახლოეს მომავალში ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება სრული ინფორმაცია და, შესაბამისად, ის პერსონები და სტრუქტურები, რომლებსაც მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება მაუწყებელში მიმდინარე ვითარებაზე.

1391

უახლესი