საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკის ზეწოლაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია 2013-10-04 13:50:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკის ზეწოლაში ადანაშაულებს. ემზარ გოგუაძის მტკიცებით, ხაშურში შეხვედრაზე დეპუტატი მას გადადგომასა და ბორდის დაშლას სთხოვდა.

გოგუაძე ამბობს, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა ავთანდილ ანთიძეზეც, რომელიც ახლა პარლამენტს საბჭოდან გასვლას სთხოვს.

ბორდის თავმჯდომარის თქმით, ანთიძეს საავადმყოფოში მიაკითხეს და, ბორდიდან გასვლის სანაცვლოდ, მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს.

საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ზეწოლის ერთადერთი მიზანი ტელევიზიის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსის ჩაშლა იყო.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თავად ტრიპოლსკი და გოგუაძის განცხადებებს უტიფარს უწოდებს.

სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა, ბორდიდან გასვლის თხოვნით, უკვე მიმართა პარლამენტს-საკანონმდებლო ორგანოს მიერ განცხადებების ცნობის შემდეგ ბორდი ქმედუუნაროდ გამოცხადდება და გადაწყვეტილებების მიღების უფლებას დაკარგავს.

1341

უახლესი