საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-10-09 13:52:00


17-18 ოქტომბერს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, მართავს სატელევიზიო დებატებს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება კვლიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოთქვამს მზადყოფნას საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის, მე-8 პუნქტის შესაბამისად (მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.) აღიაროს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად პოლიტიკური პარტია, რომელიც წარადგენს ამავე მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის დოკუმენტაციას.

დაინტერესებულ საარჩევნო სუბიექტებს შეუძლიათ წარმოადგინონ ზემოთ აღნიშნული საბუთები არაუგვიანეს 2013 წლის 12 ოქტომბრისა.

1306

უახლესი