საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-10-13 13:55:00


"საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, 17 და 18 ოქტომბერს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს მართავს. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი დებატები გაიმართა 2010 წლის მერის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც.

ამჟამად, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დარეგისტრირებულია 23 კანდიდატი. ამათგან, შვიდი არის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული „კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი“ და მათზე შესაბამისად, უპირობოდ ვრცელდება კოდექსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილება. კერძოდ:

„საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს“.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსის, 51 - ე მუხლი, მე -8 პუნქტი), სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარებულ იქნა „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ და შესაბამისად, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტობის რვა კანდიდატი.

17 ოქტომბერს დებატებში ვიწვევთ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგების მქონე ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს:
• გიორგი მარგველაშვილი – „ქართული ოცნება“
• დავით ბაქრაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
• გიორგი თარგამაძე – „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“
• ზურაბ ხარატიშვილი –„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” და „ევროპელი დემოკრატები“

18 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებს შემდეგი ოთხი კანდიდატი:
• კობა დავითაშვილი – „ხალხის პარტია“
• ნინო ბურჯანაძე – „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“
• სერგო ჯავახიძე – „სამართლიანი საქართველოსთვის“
• თეიმურაზ მჟავია – „ქრისტიან–დემოკრატიული სახალხო პარტია“

ამგვარი განაწილება მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ყველა კანდიდატი მოისურვებს დებატებში მონაწილეობის მიღებას.

1214

უახლესი