საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2013-10-25 13:58:00


საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაურკვეველია, თუ რაზე დაყრდნობით მომზადდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს უკავშირდება. ეჭვს იწვევს ანალიზი, რომელიც მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებებზეა აგებული.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონის სრული დაცვით აშუქებს წინასაარჩევნო პროცესებს. „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ და საერთაშორისო მედიამონიტორინგის ორგანიზაციამ „მემო 98“-მა 2013 წლის 26 სექტემბერს და 2013 წლის 21 ოქტომბერს საზოგადოებას დაბალანსებული საინფორმაციო სამსახურის შესახებ საკუთარი დასკვნები გააცნო.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად : - მუხლი 66. წინასაარჩევნო რეკლამა 1. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზედმიწევნით შეასრულა ზემოთ გათვალისწინებული პუნქტი, უფრო მეტიც, პირველი არხის ეთერში დამატებით 15 წამი უფასო სარეკლამო დრო (13:00 დან - 18:00 მდე) დაუთმო ყველა არაკვალიფიციურ კანდიდატს. ასევე უზრუნველყო საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის დებატები, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან (USAID, IFES) ერთად განახორციელა.
პირველი არხის ეთერში ყოველდღიურად მიმდინარეობს პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდია“, სადაც დღის მთავარი თემების განხილვასთან ერთად ეთერი ეთმობა (კვალიფიციური და არაკვალიფიციური) პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს.

აღსანიშნავია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის განსაკუთრებული როლი წინასაარჩევნო პროცესების გაშუქების კუთხით: გადაცემაში „ეპიცენტრი“ საეთერო დრო (45 წუთი) დაეთმო ყველა (კვალიფიციური და არაკვალიფიციური) კანდიდატს. გარდა ამისა, გადაცემა „ბრიფინგის დრო“ ყოველდღიურად აშუქებს ყველა შეხვედრას და აქტივობას, რომლის შესახებ ინფორმაციას არხს პრეზიდენტობის კანდიდატების წარმომადგენლები აწვდიან.

მოგმართავთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს მედიამონიტორინგს, დეტალურად შეისწავლოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის როგორც პირველი, ასევე მეორე არხის სატელევიზიო ბადე, რომლის მიხედვითაც ეთერი ეთმობა არაერთ ახალ პროექტს, მათ შორის სოციალურ, საგანმანათლებლო თუ კულტუროლოგიური თემატიკის გადაცემებს.
რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მუდმივი ყოფნის შესახებ ბრალდებას, მაუწყებელი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ საშტატო ერთეულში არ ირიცხება მსგავი თანამდებობის პირი, რის დასტურადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო ორგანიზაცია, მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად გამართოს დისკუსია მისთვის საინტერესო თემაზე.

1311

უახლესი