საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია

გამოქვეყნებულია 2013-11-20 14:08:00


"მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებები სამივე მოსმენით მიღებულია. შედეგად შეიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევის ვადები.
ახალი ბორდის ფორმირება იანვარში უნდა მომხდარიყო, თუმცა დღეს მიღებული პროექტის მიხედვით, ეს პროცესი მიმდინარე თვიდან დაიწყება — ანუ მაშინვე, როგორც კი პარლამენტში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას ხელს ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს.

პროექტის ავტორების განმარტებით, ვადების დაჩქარება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში შექმნილმა კრიზისულმა სიტუაციამ განაპირობა.

1417

უახლესი