საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ს ბორდის წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

გამოქვეყნებულია 2013-11-28 14:12:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოსცა ბრძანება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების კანდიდატურების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსის საფუძველზე სამეურვეო საბჭოს 9 წევრის კანდიდატურა უნდა შეირჩეს.

მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის სულ ცოტა 5 წლის - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განცხადებები 12 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. პარალელურ რეჟიმში განხორციელდება საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება, რომელმაც სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს.

საკონკურსო კომისია 9 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევიან. შესაბამის დებულებას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

1370

უახლესი