საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სამეურვეო საბჭოს განცხადება უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია 2013-12-02 14:12:00


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის სწრაფვას დასავლური ცივილიზაციისკენ, მათ გაერთიანებას ევროსტრუქტურებში. საბჭო კატეგორიულად გმობს ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას მომიტინგეთა წინააღმდეგ.

ამასთანავე, ჩვენ ვეხმაურებით უკრაინელ მომიტინგეთა მოთხოვნას აქციების ობიექტურ გაშუქებასთან დაკავშირებით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მოუწოდებს როგორც ქართულ, აგრეთვე უცხოურ მედიასაშუალებებს აღნიშნული პროცესებისა და მოვლენების ისე მიწოდებას საზოგადოებისათვის, რომ არ შეილახოს არცერთი მხარის უფლებები. წარმოაჩინონ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისე, როგორადაც ის არის.

სამეურვეო საბჭოს სახელით
ემზარ გოგუაძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

1336

უახლესი