საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პირველმა არხმა საახალწლო პროგრამის მომზადება დაიწყო

გამოქვეყნებულია 2013-12-04 14:15:00


პირველი არხის შემოქმედებითმა ჯგუფმა საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. ორიგინალური დეკორაცია, საახალწლო განწყობა და მონატრებული სიმღერები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სახეები და ცნობილი მომღერლები 2014 წლის დადგომას რუსთაველის თეატრის სცენიდან მოგვილოცავენ. საღამოზე 15 ნომინაციაში საუკეთესო ქართველ მომღერლებს დააჯილდოებენ.

გამორჩეული იქნება გადაცემა “სამოთხის ვაშელბი“. ალექსანდრა მაჭავარიანი, ლია მიქაძე, ჯულიეტა ვაშაყმაძე - ქართული ტელევიზიის პირველი სახეების ღვაწლსა და დამსახურებას საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელობითი ვარსკვლავების გახსნით აღნიშნავს.

ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალი დეკემბრის ბოლოს ფუნიკულიორზე ჩატარდება - იქ, საიდანაც პირველი გადაცემა გავიდა ეთერში.

1313

უახლესი