საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ს ბორდის შესარჩევი კონკურსი სრულდება

გამოქვეყნებულია 2013-12-12 14:25:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება იწყება. კონკურსი 6 საათში დასრულდება.

მუშაობას დღეიდან დაიწყებს საკონკურსო კომისიაც. ჯგუფი, რომელმაც მეურვეები უნდა აირჩიოს, პარლამენტმა 11 დეკემბერს ერთხმად დაამტკიცა. მის შემადგენლობაში არიან ჟურნალისტები: ია ანთაძე, ზვიად ქორიძე, ნათია კუპრაშვილი, ნინო ბექიშვილი; სამოქალაქო სექტორი: ზვიად დევდარიანი, არნოლდ სტეფანიანი; "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი ნათია კაპანაძე, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი და ფილოლოგი თამაზ ჯოლოგუა.

კომისია ორ ეტაპად იმუშავებს, შერჩეულ კანდიდატებს კი პარლამენტს წარუდგენს. ამ კანდიდატებიდან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს ასარჩევად.

1293

უახლესი