საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გიორგი ბარათაშვილის პროცესი გაიმართება

გამოქვეყნებულია 2013-12-12 14:23:00


აღადგენს თუ არა სასამართლო გიორგი ბარათაშვილს თანამდებობაზე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება.

ბარათაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სხდომაზე მხარეებმა შუამდგომლობები უნდა დააყენონ. მისივე თქმით, ის პროცესზე რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობას არც მოპასუხე მხარე დააყენებს, საქმის არსებითი განხილვა გაიმართება.

ადვოკატის განმარტებით, გიორგი ბარათაშვილი სასამართლოსგან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას, თანამდებობაზე აღდგენას და იმ პერიოდის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს, როდესაც ის უკანონო დათხოვნის გამო, აღნიშნულ თანამდებობაზე არ მუშაობდა.

სასამართლო პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული.

1394

უახლესი