საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოების ნაწილი ბორდის შესარჩევი კონკურსის გაგრძელებას ითხოვს

გამოქვეყნებულია 2013-12-16 14:36:00


გახანგრძლივდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი, - ამ მოთხოვნით საზოგადოების ერთი ნაწილი გამოდის.

პოეტი დავით მაღრაძე ამბობს, რომ კონკურსისთვის მოცემული დრო საზოგადოების ინფორმირებულობისთვის საკმარისი არ იყო, რის გამოც პარლამენტმა ვადა ერთი კვირით უნდა გაზარდოს.

ანალოგიურია ექსპერტ კახა კახიშვილის პოზიციაც, რომელიც მიიჩნევს, რომ კონკურსი შეზღუდულ დროში ჩატარდა და საზოგადოებამ შესაბამისი ინფორმაცია ვერ მიიღო.

კახიშვილის თქმით, ასევე აუცილებელია საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა ახალი სამეურვეო საბჭოს დასაკომპლექტებლად შექმნილი საკონკურსო კომისიის არჩევა.

ახალი სამეურვეო საბჭოს შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების მიღება პარასკევს დასრულდა. სულ შესულია 68 განცხადება. აღნიშნული სიიდან მეურვეობის 27 კანდიდატს 9-კაციანი კომისია აირჩევს, რომელმაც პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა.

1395

უახლესი