საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების განხილვა დაიწყო

გამოქვეყნებულია 2013-12-17 14:35:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების განხილვა საკონკურსო კომისიამ უკვე დაიწყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მსურველთა სია 68 კანდიდატისგან შედგება. კომისიამ თავდაპირველად ის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, რომლებთანაც გასაუბრება ჩატარდება. მეორე ეტაპის შემდეგ კი, 27-კაციანი სია შეადგება, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეცემა.

მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან დაკომპლექტდება, საიდანაც ორს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აირჩევს.

სავარაუდოდ, 25 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ბორდი ეყოლება.

1368

უახლესი