საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი სსმ-ის გენდირექტორის თანამდებობაზე აღადგინა

გამოქვეყნებულია 2013-12-20 14:42:00


თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უკვე მეორედ აღადგინა.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ბარათაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე დაუყოვნებლივ უნდა აღადგინოს, ასევე აუნაზღაუროს 3 თვის ხელფასი.

მოსამართლემ სამეურვეო საბჭოს ის გადაწყვეტილებაც გააუქმა, რომლის მიხედვითაც, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი იყო გამოცხადებული. მოსამართლის განმარტებით, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი კანონით დადგენილი ვადების დარღვევით გაათავისუფლა.

მხარეებს სასამართლოს დასაბუთებული განაჩენი 14 დღის ვადაში უნდა ჩაბარდეს, რის შემდეგაც მოსარჩელეს აღსრულების ფურცელი გადაეცემა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მოხდება გიორგი ბარათაშვილის აღდგენა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

გაასაჩივრებს თუ არა მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია, თუმცა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ცნო და დაეთანხმა ბარათაშვილის სარჩელს. სასამართლოზე მოპასუხე მხარედ ჩართვას მოითხოვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, თუმცა მოსამართლემ საბჭო ცალკე სამართალწარმოების სუბიექტად არ ცნო.

1476

უახლესი