საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გრძელდება

გამოქვეყნებულია 2013-12-20 14:39:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრება გრძელდება. საკონკურსო კომისიამ ორი დღის განმავლობაში უკვე 23 კანდიდატს მოუსმინა.
საბუთების გაცნობის შემდეგ კომისიის წევრებმა 68 განაცხადიდან 35 პირი შეარჩიეს. თითოეულ მათგანთან გასაუბრება ინდივიდუალურად მიმდინარეობს, რის შემდეგაც, საბოლოოდ, მინიმუმ 27 კანდიდატზე ჩამოყალიბდებიან.

მათ გვარებს სამეურვეო საბჭოს შესარჩევი საკონკურსო კომისია საკანონმდებლო ორგანოს ხვალ გადაუგზავნის. დეპუტატები კი კანდიდატებს 3 დღის განმავლობაში შეარჩევენ.

საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს უმცირესობა, ორს სახალხო დამცველი, ერთს კი აჭარის უმაღლესი საბჭო წარადგენს. კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში უწყვეტად გადაიცემა.

1506

უახლესი