საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევი საპარლამენტო კომისიის მიერ დამტკიცებული საბოლოო 27-კაციანი სია

გამოქვეყნებულია 2013-12-23 14:48:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ ის 27 კანდიდატი დაასახელა, რომელსაც პარლამენტს კენჭისყრისთვის წარუდგენენ.

საკონკურსო კომისიის ცხრა წევრის ხმა მიიღეს გენო გელაძემ, იაგო კაჭკაჭიშვილმა, დავით მჭედლიძემ, ნათელა სახოკიამ, უჩა სეთურმა და დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილმა.

ერთით ნაკლები ხმა მიიღეს ლელა გაფრინდაშვილმა, ნინო ლომჯარიამ. კომისიის შვიდმა წევრმა მხარი დაუჭირა ირაკლი აბსანძეს, ქეთევან კინწურაშვილს, გიორგი ლობჟანიძეს, მიხეილ მირზიაშვილს, ქეთევან მსხილაძეს და ანნა ძიაპშიპას.

კომისიის ექვსი წევრის ხმა მიიღეს ნინო (ნინია) კაკაბაძემ, ზვიად კირტავამ და ნაზი ჯანეზაშვილმა.

5-5 ხმა მიიღეს: გიორგი აფხაზავამ, ალექსანდრე ვახტანგოვმა, გიორგი კოხრეიძემ, მარინა მუსხელიშვილმა, იზაბელა ოსიპოვამ, იოსებ სალუქვაძემ, ნუგზარ სუარიძემ, კონსტანტინე ჩლაიძემ, ხათუნა ხაბულიანმა და ელისო ჯანაშიამ.

27 კანდიდატი საკონკურსო კომისიამ 35 კანდიდატიდან გასაუბრების შემდეგ აარჩია. გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარეს მერაბ ოდიშარიამ, დავით ცინცაძემ, ვასილ კაჭარავამ, ოთარ შაორშაძემ, მერაბ ქათამაძემ, ირაკლი პაპავამ, თეიმურაზ ქორიძემ და თამარ დეკანოსიძემ.
საკონკურსო კომისიაში შედიოდნენ ია ანთაძე, ნინო ბექიშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კაპანაძე, ნათია კუპრაშვილი, არნოლდ სტეფანიანი, ზვიად ქორიძე, ზაზა შათირიშვილი და თამაზ ჯოლუგუა. სხდომას ყველა მათგანი დაესწრო.

1541

უახლესი