საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება

გამოქვეყნებულია 2013-12-23 14:49:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" საშუალებით, 24 დეკემბერს, სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება.

პარლამენტის მოთხოვნით, 27 კანდიდატი ერთ დღეს ჩაიწერება და პარლამენტის საგანგებო სხდომის დამთავრებისთანავე (21:00 საათისთვის) გავა ეთერში.

სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი კანდიდატები ანბანური თანმიმდევრობით 5 და 6-კაციან ჯგუფებად დაიყოფიან. თითოეული ჯგუფისთვის დაახლოებით ერთსაათიანი დრო იქნება გამოყოფილი. დებატების მიმდინარეობისას თითოეულ კანდიდატს საშუალება ექნება მაყურებელს გააცნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების საკუთარი ხედვა და უპასუხოს წამყვანის მიერ დასმულ სამ კითხვას.

დებატებს "მეორე არხის" მთავარი პროდიუსერი დოდო შონავა გაუძღვება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ ის 27 კანდიდატი დაასახელა, რომელთაც პარლამენტს კენჭისყრისთვის წარუდგენენ.

27 კანდიდატი საკონკურსო კომისიამ 35 კანდიდატიდან გასაუბრების შემდეგ აარჩია. კონკურსის პირველ ეტაპზე სულ 68 განაცხადი შევიდა.

კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. სულ 9 მეურვე შეირჩევა.

1389

უახლესი