საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სპეციალურმა კომისიამ სსმ-ის მეურვეობის 27 კანდიდატი შეარჩია

გამოქვეყნებულია 2013-12-23 14:50:00


ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე - 27-კაციანი სია უკვე ცნობილია. საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ კანდიდატები წარადგინა.

კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. სულ 9 მეურვე შეირჩევა.

27 ადამიანი საკონკურსო კომისიამ 35 კანდიდატიდან გასაუბრების შემდეგ აარჩია. კონკურსის პირველ ეტაპზე სულ 68 განაცხადი შევიდა.

საკონკურსო კომისიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა. კომისიის წევრებმა 10-დღიანი მუშაობა შეაჯამეს და იმ მექანიზმებსა და კრიტერიუმებზე ისაუბრეს, რის მიხედვითაც, მათ მიერ კანდიდატების შერჩევა მოხდა.

1435

უახლესი