საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეობის კანდიდატების 27-კაციანი სია პარლამენტშია

გამოქვეყნებულია 2013-12-23 14:51:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა 27-კაციანი სია უკვე პარლამენტშია. საკონკურსო კომისიამ კანდიდატების შესარჩევი 10-დღიანი მუშაობა დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამა.

კომისიის წევრებმა ისაუბრეს იმ მექანიზმებზე და კრიტერიუმებზე, რითაც 68 განაცხადიდან 27 კანდიდატი შეარჩიეს.

მათი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც იხელმძღვანელეს კანდიდატების აპოლიტიკურობა იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრი პარლამენტმა სამი დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს.

1328

უახლესი