საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ სსმ-ის მეურვეობის კანდიდატი შეარჩია

გამოქვეყნებულია 2013-12-24 14:54:00


დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აჭარის უმაღლესმა საბჭომ მხარი გენადი გელაძის კანდიდატურას დაუჭირა.

გადაწყვეტილება დეპუტატებმა თითქმის ერთხმად მიიღეს. გელაძეს მხარი როგორც უმრავლესობამ, ასევე უმცირესობამ დაუჭირა. კანდიდატურას საბოლოოდ პარლამენტი დაამტკიცებს.

გენადი გელაძემ წარმატებით გაიარა შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპი. იგი აჭარაში წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწეობდა მესამე სექტორში, ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტს".

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ბორდი 1 იანვრიდან ეყოლება. 27 კანდიდატიდან სულ 9 მეურვე უნდა შეარჩიონ.

1465

უახლესი