საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე მსჯელობას პარლამენტი დღეს დაიწყებს

გამოქვეყნებულია 2013-12-25 14:55:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე მსჯელობას საკანონმდებლო ორგანოში დღეიდან დაიწყებენ.
უმრავლესობის სხდომაზე საკონკურსო კომისიის მიერ პარლამენტში წარდგენილ 27-კაციან სიას განიხილავენ. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება მიმდინარე კვირაში დასრულდება.

საპარლამენტო უმცირესობაში სამეურვეო საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ამ დრომდე კონსულტაციები მიმდინარეობს. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბორდი მიუკერძოებლად და ობიექტურად უნდა დაკოპლექტდეს.

სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს უმცირესობა, ორს კი ომბუდსმენის აპარატი დაასახელებს. ბორდის ბოლო წევრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი იქნება.

1307

უახლესი