საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

გიორგი ბარათაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს

გამოქვეყნებულია 2013-12-25 15:01:00


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინეს.

თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი მაუწყებელს 24 დეკემბერს წარუდგინა.

25 დეკემბრიდან გიორგი ბარათაშვილი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ბათილად 20 დეკემბერს ცნო. ბარათაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცავდა.

გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გადააყენა. ბარათაშვილმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და თანამდებობაზე აღსადგენად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

1376

უახლესი