საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საპარლამენტო უმცირესობის GPB-ის მეურვეობის ორი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

გამოქვეყნებულია 2013-12-25 15:04:00


"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული 27 კანდიდატიდან უკვე შეარჩია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეურვის ორი კანდიდატი, რომლებსაც ის პარლამენტს წარუდგენს. მესამე კანდიდატზე მსჯელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კონკურსში მხარს ნინია კაკაბაძეს და ქეთი მსხილაძეს დაუჭერს.

ნინია კაკაბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის წევრთა 6 ხმა მიიღო, ქეთევან მსხილაძემ -7.

ქეთევან მსხილაძე 2009 წლის დეკემბრიდან დღემდე საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალში „ტაბულა" მუშაობს. 2006 -2009 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა. იქამდე, სხვადასხვა წლებში გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში (UNOMIG) მედიაანალიტიკოსად, "The BBC Monitoring" ქართული სამსახურის რედაქტორად და ა.შ.

ნინია კაკაბაძე 2012-2013 მუშაობდა ინტერნეტ ტელევიზიაში "არტარეა", 2011-2013 ტელეკომპანია "მაესტრო"- გადაცემა "კვირის აზრები." 2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედია კლუბის" დამფუძნებელი და წევრი. 2011-2012 რადიო "ცხელი შოკოლადი" გადაცემა "ლიბერალი" და ა.შ.

27 კანდიდატიდან უკვე შეარჩია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეურვის ორი კანდიდატი სახალხო დამცველმაც. უჩა ნანუაშვილის რჩეულები ლელა გაფრინდაშვილი და მარინა მუსხელიშვილი აღმოჩნდნენ.

საკუთარი კანდიდატურა უკვე წარადგინა აჭარის უმაღლესმა საბჭომაც - მათი რჩეული გენო გელაძე აღმოჩნდა. მან საკონკურსო კომისიისგან შეფასების სახით 9 ქულა მიიღო.
წყარო: ნეტგაზეთი

1399

უახლესი