საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის მეურვეობის 5 კანდიდატი უკვე შერჩეულია

გამოქვეყნებულია 2013-12-26 15:05:00


პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა გრძელდება. ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე უმცირესობის მიერ ბორდის წევრობის კანდიდატებად უკვე დასახელდნენ.

სამეურვეო საბჭოს მესამე წევრზე "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ბორდის წევრობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია საპარლამენტო უმრავლესობას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კონსულტაციები დღის ბოლომდე გაგრძელდება.

სახალხო დამცველმა კი პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში დასამტკიცებლად მარინა მუსხელიშვილისა და ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.

რამდენიმე დღის წინ საკუთარი კანდიდატი დაასახელა აჭარის უმაღლესმა საბჭომ. მათ მხარი გენადი გელაძის კანდიდატურას დაუჭირეს.

1310

უახლესი