საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

გამოქვეყნებულია 2013-12-27 15:08:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. ახალი სამეურვეო საბჭო ცხრა წევრით უნდა დაკომპლექტდეს, თუმცა პირველ ეტაპზე, საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში რამდენიმე ვაკანსია მაინც იქნება.
კანონის თანახმად, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან უმრავლესობა სამ კანდიდატს ირჩევს, თუმცა მმართველმა გუნდმა დღეს პარლამენტს დასამტკიცებლად მხოლოდ ერთი - ნათელა სახოკიას კანდიდატურა წარუდგინა.

ასევე, სამი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, მათი მხრიდან კი დასახელებულია მხოლოდ ორი - ქეთევან მსხილაძისა და ნინია კაკაბაძის კანდიდატურები.

გარდა ამისა, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან საქართველოს პარლამენტს ორს სახალხო დამცველი წარუდგენს, რომლის მხრიდანაც მარინე მუსხელიშვილისა და ლელა გაფრინდაშვილის კანდიდატურები დასახელდა. ერთს წარადგენს აჭარის უმაღლესი საბჭო და მისი მხრიდან გენადი გელაძის კანდიდატურაა შერჩეული.

1412

უახლესი